среда, 27 мая 2009 г.

ლალიკო, მარიამი და ლიზი

,,წითელ ვარდებში გადაშლილი თეთრი ვარდი ხარ
მაგრამ შენ მაინც მოწყენილი, რატომ დადიხარ?
დარდი არ გშვენის ჩემო კარგო ქვეყნისთვალი ხარ.
მზე იმალება,რომ შეგნიშნავს განზე გადიხარ.
ყველა გზას გითმობს, ვინც შეგხვდება რა ლამაზი ხარ
შენ ხომ ვარდებში გადაშლილითეთრი ვარდი ხარ
ლამაზმანების უნაზესი დედოფალი ხარ!”



ბებომ ფქვილი არ მომცა, 
ცომი ვთხოვე არაო,
მითხრა ხედავ? ზელის დროს
კაბა დამესვარაო.
      ქადებს აცხობს ბებიკო, 
     მე არ მინდა ქადები,
     გამოვიცხობ რაც მე მსურს,
     სულაც არ ვიქადნები...
გულს ამოვჭრი თონის პურს, 
ამოვუვსებ ყველით გულს,
ცხელ ტაფაზე დავდებ და 

გამოვიცხობ ხაჭაპურს”


                                                      ,,ჩვენს სკოლაში, ჩვენს 
                                                       ბუფეტში, იყიდება ხაჭაპური
                                                       ფუმფულა და გემრიელი,
                                                       ფასად 60 თეთრიანი.
                                              დაირეკა სკოლის ზარი
                                              გამოცვივდნენ პატარები,

                                              ხაჭაპურს რომ მიესივნენ

                                              აღარ დარჩა არაფერი....”


სამი დობილი მოვიდა
მარტი, აპრილი, მაისი,
იები სცვივათ კალთიდან,
მოაქვთ ვარდი და ხალისი.
                        მარტი უფროსი დაია
                        მტირალა, მიზეზიანი,
                        ხან მოღრუბლული დარია, 
                        ხან კი ძალიან მზიანი.
ბავშვის ზნესავთ აშლილი,
ხან ნათბილარი, ხან გრილი,
ნუშის და ატმის ტოტებში,
ფეთქავს ჟუჟუნა აპრილი.
                         მერე მობრძანდა მაისი,
                         შემოიტანა ხალისი,

                        მწვანე ხავერდი ირჩია,

                        გზა დაიფარა თავისი.